Thumbnail

საყოველთაო კარანტინმა ატმოსფეროში ოზონის რაოდენობის სწრაფად შემცირება გამოიწვია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

კორონავირუსის პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყანაში გამოცხადებულმა საყოველთაო კარანტინმა დედამიწის ატმოსფეროში ოზონის რაოდენობის სწრაფად შემცირება გამოიწვია. ამას აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) რეაქტიული ძრავების ლაბორატორიაში (JPL) მომუშავე მეცნიერთა მიერ იაპონელ და შვეიცარიელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევა მოწმობს. მათი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.

ატმოსფეროში სატელეტების წვამ, შესაძლოა, ოზონის შრე გაანადგუროს

ოზონი არაორგანული მოლეკულაა, რომელსაც აზოტის ოქსიდები წარმოქმნის. სტრატოსფეროში ის მზისგან მომავალ გამოსხივებას შთანთქავს, ხმელეთთან ახლოს ადამიანთა ფილტვებს აზიანებს და მცენარეებს ფოტოსინთეზის უნარს უკარგავს, ტროპოსფეროში კი სათბურის აირის სახით არის წარმოდგენილი და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს. იმის გასაგებად, იქონია თუ არა გავლენა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ოზონის რაოდენობაზე, მეცნიერები საავტომობილო მოძრაობისა და სამრეწველო საქმიანობის დროებითი შეჩერების შედეგებს დააკვირდნენ, როგორც რეგიონული, ისე გლობალური მასშტაბით.

 

სპეციალისტებმა განსაკუთრებული ყურადღება აზოტის ოქსიდზე გაამახვილეს, ატმოსფეროში მისი კონცენტრაცია კი NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) კუთვნილი ხელოვნური თანამგზავრების მიერ მოპოვებული მონაცემების ანალიზის გზით გამოთვალეს. კვლევამ აჩვენა, რომ, რაც უფრო მკაცრი იყო კარანტინი, მით ნაკლები ბინარული ნაერთის დონე ფიქსირდებოდა ჰაერში. მაგალითად, 2020 წლის თებერვლის დასაწყისში ჩინეთის ზოგიერთ ქალაქში აზოტის ოქსიდის ემისია 50 პროცენტით შემცირდა, თანაც მხოლოდ რამდენიმე კვირში, ხოლო აშშ-ში გაზაფხულზე ამ მაჩვენებელმა 25 პროცენტი შეადგინა. შედეგად, მსოფლიოში 2 პროცენტით ნაკლები ოზონი მივიღეთ. ნაშრომის ავტორთა განცხადებით, სტანდარტული რეგულაციების მეშვეობით ამის მიღწევას 15 წელი დასჭირდებოდა.

ჰაერის დაბინძურება სტრატოსფეროს შევიწროვებას იწვევს

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ოზონის რაოდენობა მთელ დედამიწაზე იმაზე სწრაფად შემცირდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, მათ შორის ხმელეთიდან 10 კილომეტრის მოშორებითაც. მათი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რა დიდი გავლენა აქვს ადამიანის საქმიანობას ჩვენს პლანეტაზე მიმდინარე პროცსებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები