Thumbnail

ჩინეთის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა აირებმა გაჟონა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე გუანდუნის პროვინციაში განლაგებული ტაიშანის ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა აირებმა გაჟონა. ამის შესახებ ფრანგული კომპანია Framatome იტყობინება, რომელმაც დახმარებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართა და ის "მოახლოებული რადიოლოგიური საშიშროების" გამო გააფრთხილა.

სამხრეთ კორეაში წყლის ბინადრებმა ბირთვული რეაქტორების მუშაობა შეაფერხეს

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქსენონისა და კრიპტონის სახელით ცნობილი ქიმიური ელემენტები ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურში არსებული ნომერ პირველი რეაქტორის გამაგრილებელ სისტემაში დაგროვდა. მათ გარეთ ბირთვული ნივთიერებებით სავსე ლითონის დალუქული მილების საფარველის დაზიანების გამო გაჟონეს. CNN-ის ცნობით, კომპანია Framatome-მა, რომელიც აღნიშნული ელექტროსადგურის 30 პროცენტს ფლობს, ამის შესახებ აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შეატყობინა. ის ირწმუნება, რომ ჩინეთში მოქმედი მარეგულირებელი ორგანოები პრობლემას არ აღიარებენ და გარემოში გამოყოფილი რადიაციის ზღვრულ დონეს მაღლა წევენ, რათა დაწესებულების დახურვა აიცილონ თავიდან.

ტაიშანის ატომური ელექტროსადგური. 

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მომხდარის გამო ზემოხსენებული ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს, ისევე, როგორც ჩინეთის მოსახლეობას, საფრთხე არ ემუქრება. მათი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარება ჯერჯერობით კრიზული არ არის, ამიტომ ისინი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭომ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გამართა და პრობლემა ფრანგ კოლეგებთან ერთადაც განიხილა, თუმცა საუბრის დეტალები არ გაუსაჯაროვებია.

ჩინურმა ბირთვულმა რეაქტორმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

Framatome-ში იმედოვნებენ, რომ აშშ-ისგან საჭირო ტექნიკურ დახმარებას მიიღებენ. ისინი ამჟამად ტაიშანის ატომურ ელექტროსადგურში წამოქმნილი პრობლემის მოგვარებას ცდილობენ, რათა ნებისმიერი პოტენციური რისკი აღმოფხვრან.

კომენტარები

ბოლო ამბები