Thumbnail

ქვიზი: რომელი ლოგოა ნამდვილი?

საამქროებმა, ტავერნებმა, მაღაზიებმა თუ სხვა დაწესებულებებმა საკუთარი ემბლემების შექმნაზე ზრუნვა, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ გვიან შუა საუკუნეებში დაიწყეს. მე-18 საუკუნის სამრეწველო რევოლუციისა და სარეკლამო ინდუსტრიის განვითარების პარალელურად კი დასამახსოვრებელი ლოგო თითქმის ყველა ბიზნესისთვის წარმატების აუცილებელ პირობად იქცა.

► ნახე სხვა ქვიზები

თუ ფიქრობთ, რომ ცნობილ პროდუქტებზე გამოსახული ლოგოები კარგად გახსოვთ, ეს ქვიზი სწორედ თქვენთვისაა. ინსტრუქცია მარტივია, წინ 15 შეკითხვა გელით, ყურადღებით დააკვირდით სურათებს და მონიშნეთ სწორი პასუხი.

პეპსი

სწორია!
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უალკოჰოლო გაზიანი სასმლის, "პეპსის" მწარმოებელი კომპანია აშშ-ში 1893 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ბრენდის ლოგო მთავარი კონკურენტის, "კოკა-კოლას" ემბლემას წააგავდა, თუმცა დროთა განმავლობაში ის არაერთხელ შეიცვალა, საბოლოო სახე კი 2014 წელს მიიღო.
არასწორია!

ეფლი

სწორია!
მულტინაციონალური ტექნოლოგიური კომპანია "ეფლი" აშშ-ში 1976 წელს დაფუძნდა. კორპორაციის პირველ ლოგოზე ლეგენდარული მეცნიერი, სერ ისააკ ნიუტონი იყო გამოსახული, თუმცა 1977 წელს ის ჩაკბეჩილმა ვაშლმა ჩაანაცვლა.

ლივაისი

არასწორია!
კომპანია, რომელიც შემდგომში ჯინსის შარვლებისა და სხვა სამოსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწარმოებლად, "ლივაისად" იქცა, აშშ-ში 1853 წელს დაფუძნდა. დროთა განმავლობაში ბრენდის ლოგო არაერთგზის შეიცვალა, 1969 წელს კი ყველასთვის კარგად ნაცნობი სახე მიიღო. მას შემდეგ ის მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს უმნიშვნელოდ განახლდა, რაც ფონის ფერის გამუქებასა და ასოების შრიფტის დახვეწაში გამოიხატა.

მასტერქარდი

სწორია!
ფინანსური სერვისების ერთ-ერთ უმსხვილესი მომწოდებელი კომპანია აშშ-ში 1965 წელს დაფუძნდა. "მასტერქარდის" ლოგო დროთა განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა, თანამედროვე სახე 2016 წელს მიიღო, 2019 წელს კი უმნიშვნელოდ განახლდა, რაც ემბლემიდან წარწერის მოცილებაში გამოიხატა.

ვიკიპედია

არასწორია!
მსოფლიოს უდიდესი ინტერნეტ ენციკლოპედია 2001 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ "ვიკიპედიის" ლოგო რამდენჯერმე შეიცვალა, 2003 წელს ყველასათვის კარგად ნაცნობი სახე მიიღო, უკანასკნელად კი 2010 წელს განახლდა.

როლექსი

არასწორია!
ფუფუნების სიმბოლოდ ქცეული "როლექსის" საათების მწარმოებელი კომპანია დიდ ბრიტანეთში 1905 წელს დაფუძნდა, სამი წლის შემდეგ კი ამ სახელით პირველი პროდუქციის გამოშვება დაიწყო. ბრენდის ლოგომ ყველასთვის კარგად ნაცნობი სახე 1952 წელს მიიღო, 2003 წელს კი განახლდა, რაც შავი გვირგვინის ოქროსფრად შეფერვაში გამოიხატა.

ნუთელა

სწორია!
ტკბილეულის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, იტალიურმა კომპანიამ "ფერერო" თავისი ყველაზე პოპულარული პროდუქტი, თხილით გაჯერებული შოკოლადის კარაქი "ნუთელა" პირველად 1964 წელს წარადგინა. იმ დროიდან ლოგოს მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია.

ჰიულეტ-პაკარდი

არასწორია!
ტექნოლოგიური კომპანია "ჰიულეტ-პაკარდი" აშშ-ში 1939 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ ლოგოს დიზაინი რამდენიმეჯერ განახლდა, თუმცა ემბლებმის ცენტრში გამოსახული, მარჯვნივ გადახრილი აბრევიატურა hp დღემდე შენარჩუნებულია.

ტვიტერი

არასწორია!
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, მიკრობლოგინგის პლატფორმა "ტვიტერი" აშშ-ში 2006 წელს დაფუძნდა. მას შემდეგ კომპანიის ლოგო რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოო სახე კი 2012 წელს მიიღო.

ადიდასი

სწორია!
სპორტული ფეხსაცმლისა და სამოსის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი კომპანია, რომელსაც 1949 წელს "ადიდასი" ეწოდა, გერმანიაში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში დაფუძნდა. მარცხნივ გადახრილი სამი პარალელური ხაზი კი ბრენდის ოფიციალურ სიმბოლოდ 1997 წელს, მისი დიზაინის შექმნიდან შვიდი წლის შემდეგ იქცა.

ამაზონი

არასწორია!
ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია და ტექნოლოგიური კომპანია "ამაზონი" აშშ-ში 1994 წელს დაფუძნდა. დროთა განმავლობაში კომპანიის ლოგო რამდენჯერმე განახლდა, თუმცა 2000 წელს ყველასთვის კარგად ნაცნობი ემბლემის დიზაინი საბოლოოდ დამტკიცდა.

ელჯი

სწორია!
საყოფაცხოვრებო და სხვა ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი კორპორაცია "ელჯი" 1995 წელს, ორი სამხრეთკორეული კომპანიის, "ლაქისა" და "გოლდსტარის" გაერთიანების შედეგად წარმოიქმნა. ამავე წელს შეიქმნა ბრენდის ლოგოც, რომელიც სულ ორჯერ, უმნიშვნელოდ შეიცვალა.

ბი ემ ვი

სწორია!
ავიაძრავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც მოგვიანებით ავტომობილების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფირმად იქცა, გერმანიაში 1916 წელს დაფუძნდა. "ბი ემ ვის" ყველასთვის კარგად ნაცნობი ლოგო კი ერთი წლით გვიან, 1917 წელს შეიქმნა. ის წლების განმავლობაში არაერთხელ განახლდა, თუმცა ლურჯი და თეთრი მონაკვეთების განლაგება არასდროს შეცვლილა. Aa

ნეტფლიქსი

არასწორია!
მსოფლიოში უმსხვილესი სტრიმინგ პლატფორმა "ნეტფლიქსი" აშშ-ში 1997 წელს დაფუძნდა. ემბლემის ორჯერ შეცვლის შემდეგ, კინემატოგრაფისა და სატელევიზიო შოუების მოყვარულთათვის კარგად ნაცნობი ლოგო კომპანიამ 2014 წელს საბოლოოდ დაამტკიცა.

გუგლი

სწორია!
მულტინაციონალური ტექნოლოგიური კორპორაცია "გუგლი" აშშ-ში 1998 წელს დაფუძნდა. ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემის ლოგო კი დროთა განმავლობაში არაერთხელ, მათ შორის უკანასკნელად 2015 წელს განახლდა.

უკეთესადაც შეიძლებოდა!

შემდეგში შენს ინტუიციას უფრო მეტად ენდე და გაცილებით მეტ კითხვას გასცემ სწორ პასუხს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!

კარგი შედეგია!

როგორც ჩანს, ვიზუალური მეხსიერებაც მშვენიერი გაქვს და ინტუიციაც არ გღალატობს. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!

ბრწყინვალე შედეგია!

popx-ის მთელი გუნდი ამაყობს შენით! ცოტა ვინმე თუ ახერხებს ამდენ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას. აბა, სხვა ქვიზებიც სცადე!

კომენტარები

ბოლო ამბები