Thumbnail

დღის ფოტო: შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ევროპელ კოლეგებთან ერთად დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოსურათი გამოაქვეყნა. გამოსახულებაზე, რომელიც აღნიშნულ აპარატზე დამონტაჟებული კამერების WFC3 და ACS მიერაა დაფიქსირებული, შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკების წყვილი, სახელწოდებით IC 1623 არის აღბეჭდილი. ობიექტი ამერიკელმა ასტრონომმა, ლუის სვიფტმა 1897 წლის 19 ნოემბერს აღმოაჩინა.

IC 1623 ჩვენგან 274 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული და ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ფოტოზე ნაჩვენები ერთ-ერთი გალაქტიკა დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფს და აირის მასიური ღრუბლისგან შედგება, რომელიც ბირთვების დამაკავშირებელ რეგიონშიც შეინიშნება. მეცნიერთა განცხადებით, წყვილი ამჟამად შერწყმის ბოლო ეტაპს უახლოვდება, როდესაც ცენტრალურ ნაწილში აირი ინტენსიურ შედინებას იწყებს, რაც ვარკვლავების აფეთქებას იწვევს. ამან, შესაძლოა, ულტრაიისფერი სინათლის ზემოთ არსებული ულტრაწითელი გამოსხივება უფრო კაშკაშა გახადოს. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მომავალში IC 1623-ზე უკეთ დასაკვირვებლად ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს გამოიყენებენ, რომელსაც ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 2021 წლის ნოემბერში გაუშვებენ.

შერწყმის პროცესში მყოფი გალაქტიკები ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ობიექტივში

ფოტო: NASA/ESA

კომენტარები

ბოლო ამბები