Thumbnail

დედამიწაზე კომეტის ჩამოვარდნას, შესაძლოა, ცივილიზაციების გაჩენა გამოეწვია

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

შოტლანდიაში მდებარე ედინბურგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერთა განცხადებით, 13 ათასი წლის წინ დედამიწაზე დიდი ზომის კომეტის ჩამოვარდნას, შესაძლოა, ცივილიზაციების გაჩენა გამოეწვია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Earth-Science Reviews ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

2029 წელს დედამიწის გარშემო მოძრავ სატელიტებს, შესაძლოა, ასტეროიდი შეეჯახოს

სპეციალისტთა მიერ 2007 წელს წამოყენებული ჰიპოთეზის თანახმად, ათასობით წლის წინ შუა აღმოსავლეთში მდებარე ნაყოფიერ ნახევარმთვარედ წოდებულ რეგიონში, რომელსაც ხშირად ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ, კომეტა ჩამოვარდა, რაც ახალგაზრდა დრიასის შეჯახების სახელითაა ცნობილი. მან სიდიდით გამორჩეული მრავალი ცხოველი გაანადგურა და გამყინვარების პერიოდის დაწყებას შეუწყო ხელი, რომელიც ათას წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ნაშრომის ავტორთა თქმით, სწორედ ამ დროს შეიცვალეს დასავლეთ აზიის ტერიტორიაზე მომთაბარე მონადირეებმა ცხოვრების წესი, მიწათმოქმედება დაიწყეს და მუდმივი დასახლებები შექმნეს. მათი აზრით, შესაძლოა, ეს დედამიწაზე მომხდარ მასშტაბურ კატასტროფას უკავშირდებოდეს.

არიზონაში მდებარე არქეოლოგიური ზონა. შავი ფერის ქანი კატასტროფის შედეგად დაწყებულ ცვლილებებს ასახავს. ფოტო: Comet Research Group

მეცნიერებმა ჰიპოთეზის დასტურად ახალი მტკიცებულებები მოიპოვეს. მათ სხვადასხვა კონტინენტის გეოლოგიური მონაცემები შეისწავლეს. განსაკუთრებული ყურადღება კი ჩრდილოეთ ამერიკასა და გრენლანდიაზე გაამახვილეს, რადგან მიიჩნევა, რომ კომეტის უდიდესი ფრაგმენტები ამ არეალში ჩამოცვივდა. მკვლევრებმა იქ დიდი რაოდენობით პლატინას და ალმასის ნანონაწილაკებს მიაგნეს. პირველი მათგანი მაღალი ტემპერატურის გამო მატერიის დნობის პროცესზე მიანიშნებს, ხოლო მეორე კომეტებში გვხვდება და მძლავრი აფეთქებისას წარმოიქმნება. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს კოსმოსურ შეჯახებასთან აქვს კავშირი.

2068 წელს დედამიწას, შესაძლოა, დიდი ზომის ასტეროიდი შეეჯახოს

მეცნიერთა თქმით, დამატებითი კვლევის ჩატარებაა საჭირო იმის გასაგებად, თუ კონკრეტულად როგორ იმოქმედა მსგავსმა კატასტროფამ ადამიანთა პოპულაციებზე, ჩვენი პლანეტის კლიმატსა და აქ მობინადრე ცხოველებზე.

კომენტარები

ბოლო ამბები