Thumbnail

ნახეთ: როგორი იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ნორვეგიაში დაფუძნებული გემთმშენებელი ფირმა VARD მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტის აგებას გეგმავს. როგორც ცნობილია, საზღვაო სატრანსპორტო საშუალება, რომლის დიზაინიც ბრიტანული და შვედური არქიტექტურული კომპანიების, Winch Design და Tillberg Design თანამშრომლობით არის შექმნილი, წყალში 2024 წელს ჩაეშვება.

► ნახეთ: კარიბის ზღვაში მოტივტივე ქალაქში ბინების გაყიდვა დაიწყო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Somnio-ის სახელწოდებით ცნობილი იახტა, რომლის ასაგებადაც საერთო ჯამში 600 მილიონი აშშ დოლარია გამოყოფილი, სიგრძეში 222 მეტრი იქნება. გემზე 39 მდიდრული აპარტამენტი მოეწყობა, რომელთა ფასიც 11,2 მილიონი აშშ დოლარიდან დაიწყება. აღსანიშნავია, რომ იახტაზე ფეშენებელური ბინების შეძენას მხოლოდ სპეციალურად შერჩეული კანდიდატები შეძლებენ, რომელთა ვინაობაც კონფიდენციალური დარჩება.

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

მსოფლიოში ყველაზე დიდი იახტა Somnio

ფოტო: Winch Design

აპარტამენტები Somnio-ის გემბანის ექვს სართულზე განთავსდება. თითოეულ მათგანს საკუთარი სამზარეულო, ფიტნეს დარბაზი და ბიბლიოთეკა ექნება. ამის გარდა, იახტაზე რესტორნები და ბარები, ასევე, პლაჟები და აუზები მოეწყობა. ბინების მფლობელები გემზე არსებული ღვინის მარნითა და სადეგუსტაციო ოთახით სარგებლობას შეძლებენ. Somnio-ის ქიმზე განლაგებული საერთო მოსასვენებელი სივრციდან კი მათ შთამბეჭდავი ხედებით ტკბობის საშუალება მიეცემა. გემზე სამედიცინო დაწესებულება განთავსდება, სადაც იახტაზე მცხოვრებთა ჯანმრთელობაზე იზრუნებენ.

► ნახეთ: ყატარში წყალზე მოტივტივე ეკოსასტუმრო აშენდება

მას შემდეგ, რაც იახტაზე აპარტამენტები გაიყიდება, ის დედამიწის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ ექსპედიციას მეცნიერები და ექსპერტები შეუერთდებიან, რომლებიც გემის ბორტზე არსებული სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ოკეანეებში კვლევებს ჩაატარებენ. ისინი Somnio-ის ბინის მესაკუთრეებს გლობალური გამოწვევებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრის გზების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

კომენტარები

ბოლო ამბები