Thumbnail

აშშ-ში ჯარისკაცებზე დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატს გამოცდიან

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური ოპერაციების სარდლობა (SOCOM) მომდევნო წელს ჯარისკაცებზე პრეპარატის გამოცდას გეგმავს, რომელიც დაბერების თანმდევ პროცესებს ებრძვის. მსგავსი ინიციატივა მიზნად კლინიკური ტესტირების გზით მედიკამენტის ეფექტიანობის დადგენას ისახავს. ის სამხედროებს დაემარება, უკეთ და დიდხანს შეასრულონ საკუთარი მოვალეობები, რაც სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას ითვალისწინებს.

ახალი კვლევის თანახმად, დაბერების პროცესი შეუქცევადია

მედიკოსებმა დაბერების საწინააღმდეგო პრეპარატის უსაფრთხოების დასადასტურებლად და სწორი დოზის შესარჩევად კვლევები უკვე ჩაატარეს. მათი აზრით, მას აქვს პოტენციალი, რომ ასაკის მატებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური პრობლემები აღმოფხვრას და ჭრილობების სწრაფად შეხორცებას შეუწყოს ხელი, რათა ამას შემდგომი გართულებები არ მოჰყვეს. მედიკამენტი აბის სახითაა წარმოდგენილი, რომლის მთავარი კომპონენტი ნიკოტინამიდ ადენინ დინუკლეოტიდის, იგივე NAD+-ის სახელით ცნობილი ორგანული ნაერთია. ის ცოცხალი ორგანიზმების შემადგენელი უჯრედების ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან მისი ნაკლებობა სხვადასხვა დაავადებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგად გაუარესებას იწვევს.

აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობა 2022 წელს ჯარისკაცებზე პრეპარატის გამოცდას გეგმავს, რომელიც დაბერების თანმდევ პროცესებს ებრძვის.

“ჩვენი ძალისხმევა ჯარისკაცებში ისეთი ფიზიკური შესაძლებლობების გაჩენას არ გულისხმობს, რომელიც ადამიანს ბუნებრივად არ აქვს. ამ ყველაფრის მიზანი მხოლოდ სამხედრო მისიებისთვის უკეთესი მზაობის უზრუნველყოფა და მათი შრომისუნარიანობის გაუმჯობესებაა, რაც დაბერების პარალელურად უარესდება", - აცხადებს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენელი, ტიმ ჰოკინსი.

მეცნიერებმა დაადგინეს მაქსიმალური ასაკი, რომლამდე მიღწევაც ადამიანს შეუძლია

SOCOM აბის შექმნაზე აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში დაფუძნებულ კომპანიასთან Metro International Biotech ერთად მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, მედიკამენტი ბიოლოგიურად აქციური საკვები დანამატია, რომელიც წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, არა მხოლოდ სამხედრო ძალებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები

ბოლო ამბები