Thumbnail

ინგლისელი არქიტექტორის აზრით, სტოუნჰენჯის ქვებზე ნეოლითური ტაძარი იდგა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ინგლისში მდებარე გლოსტერშირის საგრაფოში მცხოვრები ლანდშაფტის არქიტექტორის, 62 წლის სარა იუბენის ჰიპოთეზის თანახმად, დიდ ბრიტანეთში მდებარე პრეისტორიული მეგალითური მონუმენტის, სტოუნჰენჯის შემადგენელ ქვებზე ძველად მრავალფუნქციური ტაძარი იდგა. ამის შესახებ ის საკუთარ წიგნში "სტოუნჰენჯი - ტაძარი დაშიფრული სახურავით" (Stonehenge — Temple Cipher Roof) საუბრობს.

არქეოლოგებმა პორტუგალიაში სტოუნჰენჯის მსგავსი ძეგლი აღმოაჩინეს

სარა იუბენის აზრით, მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი არქეოლოგიური ძეგლი ძალიან ჰგავს შენობის საფუძველს. ნაგებობა, სავარაუდოდ ქვედა დონეზე არსებულ დარბაზს და ზემოთ განლაგებულ ერთგვარ ლოჟებს აერთიანებდა, რომლებიდანაც დამსწრე საზოგადოება იქ გამართულ სანახაობას ადევნებდა თვალს. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მუსიკალური ან საცეკვაო წარმოდგენა, სიტყვით გამოსვლა და ბუნიობის აღსანიშნად ჩატარებული ცერემონია. დაახლოებით 30 მეტრი დიამეტრის მქონე ნეოლითური კომპლექსი ზომითა და ფორმით უილიამ შექსპირის თეატრ გლობუსს მოგვაგონებს, რომელიც კარგი აკუსტიკით იყო სახელგანთქმული. აქედან გამომდინარე, არქიტექტორი ასკვნის, რომ ორატორთა ხმა ყველა მსმენელამდე აღწევდა.

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

სავარაუდოდ, ასეთი იყო სტოუნჰენჯის ქვებზე მდგარი ტაძარი

ფოტო: Sarah Ewbank

თეორიის მიხედვით, რომელზეც წიგნის ავტორი ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა, სტოუნჰენჯის სვეტების ამგვარი განლაგება მიანიშნებს, რომ მათ, შესაძლოა, ნაგებობის სახურავის საყრდენის დანიშნულება ჰქონოდათ. მსგავსი კონსტრუქცია ძველად გავრცელებული იყო. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბერძნული პართენონი. სარა იუბენის თქმით, დაახლოებით ოთხმეტრიანი ქვების ზემოდან ჰორიზონტალურად ლოდები ელაგა, რომლებიც შვერილი ადგილებით სპეციალურ ღრმულებში იყო ჩასმული. ეს კი საჭირო არ იქნებოდა, რომ არა სახურავის სიმძიმის ატანის აუცილებლობა.

მეცნიერებმა სტოუნჰენჯის შემადგენელი ქვების წარმომავლობა დაადგინეს

სპეციალისტი ფიქრობს, რომ გარეთა კოლონადის შიგნით კედელი იყო აღმართული, რომელიც ადამიანებს ცუდი ამინდისგან იცავდა. მასში გაჭრილი შესასვლელების არსებობის დასტურად არქიტექტორს არქეოლოგიური ძეგლის შიდა წრე მიაჩნია, რადგან იქ განთავსებულ სვეტებზე კარების სამოძრაოდ საჭირო ჯოხების ჩასასმელი ვერტიკალური ხვრელებია გაკეთებული. რაც შეეხება სტოუნჰენჯის ცენტრში მდებარე ტრილიტონებს, ზოგი მათგანი დარბაზის ზედა ხის კონსტრუქციას, დანარჩენი კი აივანს აკავებდა.

უძველესი ტაძრის ამსახველი მოდელები სარა იუბენმა საკუთარი ხელით შექმნა. თითოული მათგანის დასრულებას მან ორი თვე მოანდომა. მაკეტებს ის საკუთარ სახლში ინახავს. აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილ მოსაზრებას მეცნიერთა ნაწილი არ ეთანხმება, ნაწილი კი ჰიპოთეზის მართებულობას არ გამორიცხავს.

კომენტარები

ბოლო ამბები