Thumbnail

ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა ბანგლადეშიდან

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბანგლადეშში მობინადრე ჯუჯა ძროხა, სახელად რანი, რომლის სიმაღლე დაახლოებით 51 სანტიმეტრს შეადგენს, ძუძუმწოვართა კლასის აღნიშნულ წარმომადგენლებს შორის ტანით მსოფლიოში ყველაზე პატარა ცხოველის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. ამჟამად გინესის მსოფლიო რეკორდი ინდოეთში დაბადებულ რქოსანს, მანიკიამს ეკუთვნის, რომლის სიმაღლეც 61,1 სანტიმეტრია.

► ნახეთ: მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხენი 20 წლის ასაკში გარდაიცვალა

რანი, რომელსაც მომდევნო თვეში ორი წელი შეუსრულდება, სამხრეთ აზიაში განლაგებული სახელმწიფოს ნაოგაონის რაიონის ერთ-ერთ ფერმაში გაჩნდა. ის დაბადებიდან მალევე ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთმა ფერმამ შეიძინა. ცხოველის სხეულის სიგრძე 66 სანტიმეტრია, მისი წონა კი 26 კილოგრამს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ბანგლადეშში მოქმედი შეზღუდვების მიუხედავად, რანის ყოველდღიურად უამრავი მნახველი ჰყავს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა, სახელად რანი

ფოტო: AFP

მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა, სახელად რანი

ფოტო: Signature Group

მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა, სახელად რანი

ფოტო: AFP

მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა, სახელად რანი

ფოტო: AFP

მსოფლიოში ყველაზე პატარა ძროხა, სახელად რანი

ფოტო: Signature Group

"კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ცხოველის სანახავად საკმაოდ შორეული დისტანციიდან უამრავი ადამიანი მოდის. მათი უმეტესობა რანისთან ერთად სურათებს იღებს. მაგალითად, მხოლოდ გასული სამი დღის განმავლობაში ის 15 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. საზოგადოების მხრიდან ამხელა ინტერესს ნამდვილად არ ველოდით. არ გვეგონა, თუ გაუარესებული ეპიდვითარების მიუხედავად ხალხი საკუთარ სახლებს დატოვებდა და ძროხის სანახავად მოვიდოდა", - აცხადებენ ფერმის წარმომადგენლები მედიასთან საუბრისას.

►  ნახეთ: აფრიკაში ჯუჯა ჟირაფები აღმოაჩინეს

როგორც ცნობილია, გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის წარმომადგენლები რანის კიდევ სამი თვის განმავლობაში დააკვირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვეტენ, მიანიჭონ თუ არა მას ყველაზე პატარა ძროხის ტიტული. ადგილობრივი ვეტერინარების განცხადებით, ის გენეტიკური შეჯვარების გზით გამოყვანილი ინდივიდია, ამიტომ ფიქრობენ, რომ რანი სიმაღლეში აღარ გაიზრდება.    

კომენტარები

ბოლო ამბები