Thumbnail

დღის ფოტო: ტალღაში გამოსახული ზღვის ღმერთი ნეპტუნი

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC ფოტოგრაფმა, ჯეფ ოვერსმა გაერთიანებულ სამეფოში მდებარე აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოს სანაპიროსთან შტორმის დროს შთამბეჭდავი ფოტო დააფიქსირა. მის მიერ გადაღებულ სურათზე ნიუჰეივენის პორტის ჯებირზე აზვირთებული ტალღაა ნაჩვენები, რომელსაც რომაულ მითოლოგიაში წყლისა და ზღვის ღმერთის, ნეპტუნის სახე აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ მსგავს გამოსახულებას პარეიდოლიური ილუზიის სახელით მოიხსენიებენ, რაც საგნის ორი განსხვავებული ფორმითა და შინაარსით აღქმას გულისხმობს.

რომაული მითოლოგიის მიხედვით, ნეპტუნი მიწათმოქმედების ღმერთის, სატურნისა და ნაყოფიერების ღვთაების, ოპსის შვილია. მას ძირითადად ცხენთან ან დელფინთან ერთად გამოსახავენ, ხელში კი თითქმის ყოველთვის სამკბილა შუბი უჭირავს. აღსანიშნავია, რომ რომაელები წყლისა და ზღვის ღმერთისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, ნეპტუნალიას მართავდნენ. სავარაუდოდ, მას ზაფხულში, დაახლოებით 23 ივლისს ზეიმობდნენ. ბერძნულ მითოლოგიაში ნეპტუნის ანალოგად კრონოსისა და რეას ვაჟი, პოსეიდონი მიიჩნევა.

ტალღაში გამოსახული ზღვის ღმერთი ნეპტუნი

ფოტო: Jeff Overs

 

კომენტარები

ბოლო ამბები