Thumbnail

დღის ფოტო: რადიოგალაქტიკა IC 4296 ტელესკოპის MeerKAT ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ასტრონომებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მდებარე ჩრდილოეთ კაპლანდის პროვინციაში განთავსებული ტელესკოპის MeerKAT მეშვეობით ელიფსური რადიოგალაქტიკა IC 4296 დააფიქსირეს. ხელსაწყოს მიერ გადაღებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულება ობიექტის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული შავი ხვრელის გარშემო არსებული მატერიიდან მომავალ რადიოტალღებს დეტალურად გვიჩვენებს.

სპეციალისტების განცხადებით, IC 4296-ის ცენტრალურ რეგიონში მდებარე შავი ხვრელის მასა ჩვენი მზისას თითქმის მილიარდჯერ აღემატება. მის გარშემო მტვრის ნაწილაკებია თავმოყრილი, რომლებიც მბრუნავ დისკს ქმნიან. მატერიის უმეტესობას შავი ხვრელი შთანთქავს, ნაწილს კი კოსმოსში ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულების ნაკადის სახით გატყორცნის. ეს უკანასკნელი მაგნიტურ ველებსა და სინათლის სიჩქარით მოძრავ ელექტრონებს აერთიანებს. ნაკადები გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით მილიონი სინათლის წლის მანძილზე სტაბილურობას კარგავენ და შედეგად აირის ღრუბლებს წარმოქმნიან, რომლებიც MeerKAT-ის მიერ დაფიქსირებულ ფოტოზეა ნაჩვენები. მეცნიერთა გამოთვლებით, IC 4296-ის ცენტრალური რეგიონიდან რადიოტალღების გამოყოფა დაახლოებით 160 მილიონი წელია მიმდინარეობს.

რადიოგალაქტიკა IC 4296 ტელესკოპის MeerKAT ობიექტივში

ფოტო: SARAO

კომენტარები

ბოლო ამბები