Thumbnail

ნახეთ: მატარებელი G Train - "სასახლე ბორბლებზე"

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ფრანგმა დიზაინერმა, ტიერი გოგენმა, რომელმაც სახელი მის მიერ შექმნილი მდიდრული იახტებით გაითქვა, საზოგადოებას G Train-ად წოდებული ფეშენებელური მატარებლის კონცეფცია წარუდგინა. მას სარკინიგზო მგზავრობის უფრო მაღალ დონეზე აყვანა სურს, რასაც ახლახან გასაჯაროვებული, კეთილმოწყობილი სატრანსპორტო საშუალების ამსახველი სამგანზომილებიანი სურათებიც ცხადყოფს.

ნახეთ: ჩინეთმა წარადგინა მატარებელი, რომელიც 620 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს

იდეის ავტორის განცხადებით, G Train 400 მეტრი სიგრძის მატარებელია, რომელიც 14 ვაგონისგან შედგება. ის გარედან მინითაა დაფარული, რომელიც განვითარებული ტექნოლოგიის მეშვეობით, ღილაკზე თითის დაჭერით გამჭვირვალე ხდება, სხვა შემთხვევაში კი დაბურულია. გარემოს შეცვლა შიგნიდანაცაა შესაძლებელი, რა დროსაც დიდი ზომის პანორამულ ფანჯრებზე სასურველი გამოსახულება ჩნდება. მსგავსი ტრანსპორტი 1 საათში 160 კილომეტრ მანძილს დაფარავს, თუმცა ტიერი გოგენის თქმით, დრო აქ მეორეხარისხოვანია, რადგან მთავარი ყურადღება აქ თავად მგზავრობას ეთმობა.

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

G Train

ფოტო: Thierry Gaugain

დიზაინერი ხაზს უსვამს, რომ "ბორბლებიანი სასახლით" ფართო საზოგადოება ვერ ისარგებლებს.თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე, ის მხოლოდ ერთი კონკრეტული მფლობელისთვის შეიქმნება. ეს უკანასკნელი სტუმრებს ცენტრალურ ვაგონში მიიღებს, საიდანაც ისინი სხვადასხვა განყოფილებაში გადავლენ. მათ შორისაა მესაკუთრის პირადი ოთახები, წვეულებებისთვის განკუთვნილი სალონი, სასადილო, ბაღი და სხვა. აღსანიშნავია, რომ 18 ვიზიტორზე გათვლილი G Train-ის მოძრავი გვერდების ქვემოთ გადმოწევით ტერასის მოწყობაცაა შესაძლებელი. მატარებელს აქვს, ასევე, ორად გაყოფის ფუნქციაც, რის შემდეგაც თითოეული შემადგენლობა ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაიძვრება.

ნახეთ: სასტუმრო "მატარებელი ხიდზე" სამხრეთ აფრიკაში

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის განხორციელებას ორწელიწად-ნახევარი დასჭირდება და დაახლოებით 350 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება. მატარებელი ევროპისა და ამერიკის სარკინიგზო გზებზე იქნება გათვლილი. ტიერი გოგენი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში დამკვეთი გამოუჩნდება, რომელსაც ის განსხვავებულ გამოცდილებას ჰპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები