Thumbnail

ნახეთ: ტვინის ახალი იმპლანტი ფიქრებს სიტყვებად აქცევს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ სან ფრანცისკოში მდებარე კალიფორნიის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერისა და ადამიანის ტვინის დამაკავშირებელი ინტერფეისი, რომელიც სპეციალური იმპლანტის მეშვეობით ფიქრებს სიტყვებად აქცევს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

ახალ ალგორითმს შეუძლია გამოიცნოს, ვინ მოგვწონს

ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც მკვლევრებმა ამერიკული კომპანია Facebook-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს, 30 წელს გადაცილებულ პაციენტზე გამოსცადეს. ანონიმ მამაკაცს, რომელსაც BRAVO1-ად მოიხსენიებენ, დაახლოებით 15 წლის წინ ინსულტი დაემართა, რის შემდეგაც მეტყველების უნარი დაკარგა და სრულად პარალიზდა. მეცნიერებმა ელექტროდები მისი ტვინის მოტორული ქერქის ზედაპირზე ჩანერგეს, რომელიც სიგნალებს ვოკალურ ტრაქტს უგზავნის, ეს კი საუბარში გვეხმარება. ახალმა იმპლანტმა სწორედ მსგავსი იმპულსების დაფიქსირება და დეკოდირება შეძლო.

 

ექსპერიმენტის ფარგლებში, ცდისპირი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულ კითხვებს ფიქრებით პასუხობდა ისე, თითქოს სათქმელს ხმამაღლა ამბობდა. ამ პროცესში ტვინში წარმოქმნილი სიგნალების გაშიფვრის შედეგად, სისტემამ 50-მდე სიტყვა ამოიცნო, რომლის წარმოთქმასაც პაციენტი ცდილობდა და ისინი მონიტორზე ნაჩვენებ ციფრულ ტექსტად აქცია. სპეციალისტთა განცხადებით, ამგვარმა მეთოდმა პარალიზებულ მამაკაცს წუთში საშუალოდ 15 სიტყვის "თქმის" საშუალება მისცა, რაც 76-პროცენტიანი სიზუსტით მოხერხდა.

ახალი ტექნოლოგია ადამიანის წარმოსახვით ხელნაწერს ციფრულ ტექსტად აქცევს

ნაშრომის ავტორთა აზრით, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ტექნოლოგიის დასახვეწად კიდევ მრავალი კვლევის ჩატარებაა საჭირო. ისინი იმედოვნებენ, რომ კომპიუტერისა და ადამიანის ტვინის დამაკავშირებელი ახალი ინტერფეისი მომავალში მრავალი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

კომენტარები

ბოლო ამბები