Thumbnail

ნახეთ: არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხელოვნურად გამოწვეული წვიმა მოდის

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა ცენტრმა სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელზეც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხელოვნურად გამოწვეული თავსხმა წვიმაა აღბეჭდილი. ამისთვის სახელმწიფო დრონებს იყენებს, რომელთა მეშვეობითაც ღრუბლებში ელექტრულ მუხტებს უშვებენ და იქ არსებულ წყლის წვეთებს ხმელეთისკენ უბიძგებენ.

სხვა პლანეტებზე ისეთივე წვიმის წვეთები მოდის, როგორიც დედამიწაზე

არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ წვიმის მაპროვოცირებელი ტექნოლოგიის შექმნისთვის ჯერ კიდევ 2017 წელს 15 მილიონი აშშ დოლარი გამოყო. ინიციატივის ფარგლებში სულ 9 პროექტი დაფინანსდა. მათ შორისაა უპილოტო საფრენი აპარატების იდეა, რომელიც დიდ ბრიტანეთში მდებარე რედინგის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებს ეკუთვნით. მათ მიერ შექმნილი დრონები სენსორებითა და ხელსაწყოებით არიან აღჭურვილი, რომელთა საშუალებითაც ღრუბლების შემადგენელ მოლეკულებს ელექტრულ იმპულსებს გადასცემენ. შედეგად, ჰაერში არსებული უმცირესი ზომის წყლის წვეთები თავს ერთად იყრიან და წვიმის წვეთებად იქცევიან, რომლებსაც საკმარისი წონა აქვთ იმისთვის, რომ მიზიდულობის ძალას დაემორჩილონ.

 

ამ ინოვაციური მეთოდის წყალობით, ქვეყნის მასშტაბით, სადაც ზაფხულის სეზონზე საკმაოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, წვიმის სახით მოსული ატმოსფერული ნალექის რაოდენობა (ყოველწლიურად საშუალოდ 100 მილიმეტრი) მნიშვნელოვნად იზრდება. სპეციალური სამსახურის მიერ ახლახან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების მსგავსი კონტროლის შედეგად პროვოცირებული წვიმა ყველაზე ხალხმრავალ ქალაქ დუბაიში, ასევე, ალ აინსა და რას ალ ხაიმაში. როგორც ცნობილია, ამგვარმა ამინდმა გასულ კვირას ავტომაგისტრალებზე მანქანების გადაადგილებასაც კი შეუშალა ხელი.

აღმოაჩინეს პლანეტა, რომელზეც წვიმა თხევადი რკინის სახით მოდის

აღსანიშნავია, რომ მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის არაბეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ამ სახელმწიფოსთვის წვიმის გამოსაწვევად ღრუბლებზე ზემოქმედება სიახლეს არ წარმოადგენს. ადგილობრივი ხელისუფლება ინოვაციების ხელშეწყობას ცდილობს, რათა ამ პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა მოიძებნოს. იქ უკვე დიდი ხანია ამისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ. დრონები სწორედ ერთ-ერთი მათგანია, რომელიც, როგორც ვხედავთ, ეფექტიანი აღმოჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები