Thumbnail

ისტორიაში პირველად, ასტრონომებმა ვენერას ბნელ მხარეს არსებული ამინდი შეისწავლეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსა (JAXA) და ამავე ქვეყანაში მდებარე სხვადასხვა უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად პლანეტა ვენერას ბნელი მხარისთვის დამახასიათებელი ამინდი შეისწავლეს, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

კვლევის თანახმად, ვენერას ატმოსფეროში სიცოცხლე ვერ იარსებებს

ვენერა, დედამიწის მსგავსად, მზის მახლობლად სიცოცხლისთვის თავსებად ზონაში მოძრაობს, მყარი მატერიისგანაა შედგენილი და ატმოსფერო აქვს, რომელიც საკმაოდ სწრაფად ბრუნავს. ამ ფენომენს ზე-როტაცია ეწოდება. თავად ციური სხეული საკუთარი ღერძის გარშემო ძალიან ნელა ტრიალებს, რის გამოც იქაური 1 ღამე ჩვენი პლანეტის 120 ღამეს უდრის. ობიექტის ბნელ მხარეზე დაკვირვება თითქმის შეუძლებელია, რაც უსინათლობითაა გამოწვეული. წლების განმავლობაში სპეციალისტები კოსმოსური ხომალდების მეშვეობით ინფრაწითელი გამოსახულებების მოპოვებას ცდილობდნენ, თუმცა სურათების უმეტესობა ზედმეტად ბუნდოვანი იყო. მათ შორისაა იაპონური ზონდი Akatsuki, რომელიც ვენერას ორბიტაზე 2015 წლიდან გადაადგილდება.

ილუსტრაცია ვენერას ბნელ და ნათელ მხარეებზე ქარის ცირკულაციას გვიჩვენებს. ფოტო: JAXA

ამ დაბრკოლების გადასალახად, ნაშრომის ავტორებმა ახალი მეთოდის გამოყენება გადაწყვიტეს. მათ Akatsuki-ზე დამონტაჟებული ინფრაწითელი სენსორების მიერ დაფიქსირებული კადრები გააერთიანეს. შედეგად კი ვენერას ბნელი მხარის გამოსახულებები მიიღეს. მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთიდან დასავლეთით მოძრავი ქარი პლანეტის ამ ნაწილში ეკვატორის მიმართულებით ცირკულირებდა, როცა განათებულ რეგიონში ის პოლუსებისკენ ქროდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის უკან რთული პროცესები დგას, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი ვიცით.

Perseverance-მა მარსის ამინდის შესახებ პირველი ცნობები გამოგზავნა

მკვლევრები იმედოვნებენ, რომ უკანასკნელი მიგნება ახლო მომავალში ვენერაზე დაგეგმილი მისიების ფარგლებში იქ არსებული მეტეოროლოგიური პირობების უკეთ შესწავლაში დაგვეხმარება. ინოვაციური მეთოდი, ასევე, დედამიწისა და მის მეზობლად მდებარე სხვა პლანეტების ამინდზე დაკვირვებისთვისაც გამოგვადგება.

კომენტარები

ბოლო ამბები