Thumbnail

ნახეთ: ნორვეგიის ღამის ცა მეტეორმა გაანათა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

სკანდინავიის რეგიონის სამხრეთ ნაწილში, ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს მახლობლად ღამის ცა მეტეორმა გაანათა. შემთხვევა მიმდინარე წლის 25 ივლისს, ადგილობრივი დროით 01:08 საათზე მოხდა. თვითმხილველებმა მოვლენის გადაღება შეძლეს. მისი ამსახველი კადრები სოციალურ ქსელსა თუ იუთუბზე მალევე გავრცელდა და საზოგადოების დიდი ყურადღება დაიმსახურა.

ნახეთ: მეტეორმა აიდაჰოს ღამის ცა დღესავით გაანათა

ნორვეგიის მეტეორთა ქსელის (NMN) წარმომადგენელთა განცხადებით, ობიექტი ქვეყნის აღმოსავლეთით, ლიერისა და მუდუმის მუნიციპალიტეტებს შორის არსებული ფინემარკის ტყის თავზე გამოჩნდა. სპეციალისტთა გამოთვლების თანახმად, ის წამში 15 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას კი ჩაბნელებული ცა დღესავით გაანათა. ამ სანახაობის ხილვის შესაძლებლობა ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაახლოებით 5 წამის განმავლობაში ჰქონდათ.

 

მედიის ცნობით, ნირვეგიის თავზე მეტეორის გაელვებიდან 1 წუთში ძლიერი გრუხუნი გაისმა, რომელიც მისი გამოჩენის ადგილიდან 100 კილომეტრის რადიუსში გაიგონეს. ზოგიერთმა თვითმხილველმა დარტყმითი ტალღებიც იგრძნო. შედეგად, მათი საცხოვრებელი სახლების კარები და ფანჯრები მონაბერმა ქარმა გააღო. სეისმური აქტივობა დააფიქსირეს NORSAR-ის სახელით ცნობილი დაწესებულების კუთვნილმა სეისმოგრაფებმაც. მომხდარს ზიანი არ მოჰყოლია.

ინდონეზიელი მეკუბოე სახლში ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა მილიონერად აქცია

ექსპერტთა ვარაუდით, მეტეორი დედამიწის ზედაპირიდან 35-25 კილომეტრ სიმაღლეზე ნაწილებად დაიშალა, ხოლო მისი ფრაგმენტები ქალაქ ოსლოს მახლობლად მდებარე ფინემარკის ტყის ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ისინი უახლოეს მომავალში მათ მოძებნას შეეცდებიან, რაც მეცნიერებს ჩვენს მზის სისტემაში წარმოქმნილი კოსმოსური ობიექტის შესწავლის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

ბოლო ამბები