Thumbnail

მეცნიერებმა პლასტმასის ნარჩენების საკვებად გადაქცევის ტექნოლოგია შეიმუშავეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ილინოისის უნივერსიტეტსა და მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერებმა, ტინ ლუმ და სტივენ ტექმენმა პლასტმასის ნარჩენების საკვებად გადაქცევის ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მათმა ინოვაციურმა იდეამ ახლახან გერმანული კომპანიის Merck მიერ დაწესებული ფულადი პრიზი დაიმსახურა, რომელიც 1 მილიონ ევროს შეადგენს.

მეცნიერებმა მცენარეული პლასტმასი შექმნეს, რომელიც ერთ წელში იშლება

პლასტმასის ნარჩენები თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ დაშლას ასეულობით წელი სჭირდება. როგორც ცნობილია, მხოლოდ 2019 წელს მსგავსი მასალისგან დამზადებული გლობალურად წარმოებული ჭიქების, ბოთლების, პაკეტებისა და სხვა ერთჯერადი ნივთების წონამ 360 მილიონ მეტრულ ტონას გადააჭარბა. ამგვარი პლასტიკური მასის დიდი ნაწილი ოკეანეებში გროვდება, რაც წყლის ბინადრებს საფრთხის წინაშე აყენებს. სწორედ ამიტომ, სპეციალისტებმა მის გადასამუშავებლად ახალი ხერხის მოძიება გადაწყვიტეს, რისთვისაც მიკრობულ სინთეტიკურ ბიოლოგიას მიმართეს.

ტინ ლუ და სტივენ ტექმენი. ფოტო: Merck KGaA

კომპანია Merck-ის პრიზის 2021 Future Insight მფლობელები მათ მიერ შექმნილ ტექნოლოგიას საჭმლის გენერატორს უწოდებენ. ის გენმოდიფიცირებულ მიკროორგანიზმებს ეფუძნება, რომლებიც პლასტმასის ნარჩენებს გადაამუშავებენ და ამ პროცესში მათ საკვებად ვარგის ცილად აქცევენ. ტინ ლუსა და სტივენ ტექმენის განცხადებით, შედეგად მიღებული ორგანული ნივთიერება მომწამვლელი არაა, არამედ სრულიად უსაფრთხოა, ადამიანის სხეულს საკმარისი რაოდენობის ენერგიას აწვდის და ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა აქვს.

ლოს ანჯელესის სანაპიროსთან ტოქსიკური ნარჩენებით სავსე კასრები აღმოაჩინეს

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდის დანერგვა გარემოსთვის მიყენებულ ზიანს საგრძნობლად შეამცირებს. მათი აზრით, გენმოდიფიცირებული მიკრობების გამოყენება სხვა მიზნებისთვისაცაა შესაძლებელი, რადგან მსგავსი ორგანიზმები მრავალ ქიმიურ რეაქციას უწყობენ ხელს და საწვავის წარმოქმნის პოტენციალიც აქვთ.

კომენტარები

ბოლო ამბები