Thumbnail

დედამიწის მანტია იმაზე მეტ ნახშირბადს შთანთქავს, ვიდრე აქამდე გვეგონა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

დიდ ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტსა და გერმანიის მინეროლოგიის ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერთა მიერ ფრანგ, ნიდერლანდელ და ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული კვლევის თანახმად, დედამიწის მანტია იმაზე მეტ ნახშირბადს შთანთქავს ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature Communications ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

ამაზონის ჯუნგლები იმაზე მეტ CO2-ს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს

ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში მავნე ნივთიერების, ნახშირორჟანგის მაღალი კონცენტრაცია თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემაა. ამ სათბურის აირის შემადგენელი ნახშირბადის ატომების დიდ ნაწილს ოკეანეები და ნიადაგი აქტიურად შთანთქავს. დღემდე მიიჩნეოდა, რომ აღნიშნული პროცესის შედეგად დედამიწის მანტიაში მოხვედრილი ეს ქიმიური ელემენტი ვულკანურ მატერიას უერთდება და ზედაპირზე მასთან ერთად თითქმის სრულად იფრქვევა, ანუ ჰაერს CO2-ის სახით უბრუნდება. თუმცა, ახალმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ეს ასე არაა.

ახალი კვლევის თანახმად, დედამიწის მანტია იმაზე მეტ ნახშირბადს შთანთქავს ვიდრე აქამდე გვეგონა.

ნაშრომის ავტორებმა ეს საფრანგეთში განლაგებული ევროპის სინქროტონული კვლევების ცენტრში ESRF არსებული ნაწილაკთა ამაჩქარებლის მეშვეობით დაადგინეს, რომელიც დედამიწის მანტიისთვის დამახასიათებელი პირობების სიმულირების საშუალებას იძლევა. მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ პლანეტის სიღრმეში მდებარე სუბდუქციურ ზონებში ტექტონიკური ფილების ურთიერთქმედებისას იქ დაგროვებული ნახშირბადი კიდევ უფრო დაბლა იძირება, ვულკანების ამოფრქვევისას კი ზედაპირზე მისი მხოლოდ მესამედი ამოდის.

ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შემცველობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

სპეციალისტები ასკვნიან, რომ მანტიაში არსებული კარბონატული ქვები დიდი რაოდენობით ნახშირბადს აკავებენ და მას ატმოსფერულ ნახშირორჟანგად გადაქცევაში უშლიან ხელს. მათი განცხადებით, უკანასკნელი მიგნება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ახალი გზების მოძებნაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები