Thumbnail

ნახეთ: Google ახალ სმარტფონებს Pixel 6 და Pixel 6 Pro გამოუშვებს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google ახალ სმარტფონებს Pixel 6 და Pixel 6 Pro გამოუშვებს. მობილური მოწყობილობების მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია უკვე გავრცელდა, თუმცა მათი ოფიციალური წარდგენა მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება.

► ნახეთ: Apple-მა ახალი ოპერაციული სისტემები წარადგინა

წინასწარი ცნობით, Pixel 6-ს 6,4-დუიმიანი FHD+ AMOLED ეკრანი ექნება, ოპერაციულ სისტემაზე Android 12 იმუშავებს და კომპანია Google-ის მიერ შექმნილი ახალი პროცესორით Tensor SoC აღიჭურვება. მობილური მოწყობილობის ოპერატიული მეხსიერება 8GB-ს, შიდა მეხსიერება 128 ან 256GB-ს, ელემენტის ტევადობა კი 4,614 mAh-ს შეადგენს. სმარტფონის უკანა კორპუსზე 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა და 12-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი განლაგდება. რაც შეეხება Pixel 6-ის წინა კამერას, ის 8-მეგაპიქსელიანი ფოტოების გადაღებას შეძლებს.

ახალი სმარტფონები Pixel 6 და Pixel 6 Pro. წყარო: Google

როგორც ცნობილია, Pixel 6 Pro-ს QHD+ AMOLED ეკრანის ზომა 6,7 დუიმი იქნება. ის ოპერაციულ სისტემაზე Android 12 იმუშავებს და პროცესორით Tensor SoC აღიჭურვება. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 12GB-ს, შიდა მეხსიერება 128, 256 ან 512GB-ს, ელემენტის ტევადობა კი 4,614 mAh-ს შეადგენს. მობილურ მოწყობილობის უკანა კორპუსზე 50-მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, 48-მეგაპიქსელიანი ტელეფოტო კამერა და 12-მეგაპიქსელიანი სიღრმის სენსორი განთავსდება. Pixel 6 Pro-ს სელფის კამერით 12-მეგაპიქსელიანი სურათების გადაღება იქნება შესაძლებელი.

► ნახეთ: სმარტფონზე მიჯაჭვული ადამიანებისთვის "მესამე თვალი" შექმნეს

Google-ის წარმომადგენლებს ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის უნდა ველოდოთ ახალი სმარტფონების ტექნიკის სავაჭრო პლატფორმაზე გამოჩენას. არაოფიციალური წყაროების ცნობით, Pixel 6 და Pixel 6 Pro, სავარაუდოდ, 800-დან 1100 აშშ დოლარამდე ეღირება. 

კომენტარები

ბოლო ამბები