Thumbnail

დღის ფოტო: მშვილდოსნის თანავარსკვლავედში განლაგებული ნისლეული Messier 8

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ნისლეულის Messier 8 ახალი სურათი გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შთამბეჭდავი გამოსახულების მისაღებად სპეციალისტებმა დედამიწის გარშემო მოძრავი კოსმოსური ზონდის Chandra X-ray Observatory და აშშ-ის არიზონის შტატში მდებარე ობსერვატორიაში Mount Lemmon Observatory განლაგებული ტელესკოპების მიერ გადაღებული ფოტოები გამოიყენეს.

Messier 8, რომელსაც NGC 6523-ის სახელითაც მოიხსენიებენ, მშვილდოსნის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 4 ათასი სინათლის წლით არის დაშორებული. როგორც ცნობილია, ის იტალიელმა ასტრონომმა, ჯოვანი ოდიერნამ 1654 წლამდე აღმოაჩინა. ფოტოზე Messier 8-ის აირისა და მტვრის ღრუბელია აღბეჭდილი, რომელიც ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას უწყობს ხელს. ბევრი ახლად ჩამოყალიბებული მნათობი რენტგენულ გამოსხივებას გამოყოფს, რომელიც სურათზე ვარდისფრად არის ნაჩვენები.

ნისლეული Messier 8

ფოტო: NASA

 

კომენტარები

ბოლო ამბები