Thumbnail

ნახეთ: მეცნიერებმა სატურნის ბირთვის სტრუქტურა გამოავლინეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა პლანეტა სატურნის რგოლების შესწავლის გზით მისი ბირთვის სტრუქტურა გამოავლინეს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Nature ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

სატურნის ბუნებრივ თანამგზავრზე, შესაძლოა, სიცოცხლე არსებობდეს

სპეციალისტებმა ეს NASA-ს მიერ, ევროპისა და იტალიის კოსმოსურ სააგენტოებთან თანამშრომლობით, მისია Cassini-ს ფარგლებში გაშვებული ზონდის მეშვეობით შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად შეძლეს. აპარატმა 2013 წელს სატურნის უახლოესი რგოლის უჩვეულო მოძრაობა დააფიქსირა, რომელზე დაყრდნობითაც მეცნიერებმა სეისმოგრაფიული ინფორმაცია მოიპოვეს. მათი განცხადებით, აირის გიგანტად წოდებული პლანეტის ამ სარტყელზე დიდ გავლენას ახდენს ციური სხეულის შიგნით მიმდინარე პროცესები, რამაც ასტრონომებს მისი ბირთვის მახასიათებლებზე დაკვირვების საშუალება მისცა.

 

ნაშრომის ავტორთა გამოთვლებით, სატურნის ბირთვი დედამიწაზე 55-ჯერ მასიურია, პლანეტის დიამეტრის 60 პროცენტს იკავებს და არც ისეთი მყარია, როგორც აქამდე გვეგონა. ის ყინულს, ქვის მასას, ასევე, წყალბადსა და ჰელიუმზე დაფუძნებულ აირებს შეიცავს, რის გამოც მკვეთრი საზღვარი არ გააჩნია და მუდმივად მოძრაობს. ეს ციური სხეულის გრავიტაციის ცვლილებას და მისი ზედაპირის ტალღურ პულსაციას იწვევს, რაც ახლომდებარე რგოლებზეც აისახება. ბირთვის ცენტრში, სავარაუდოდ, შედარებით მძიმე მატერიაა განლაგებული, რომელიც ზედა ფენებში მსუბუქ ნივთიერებებთანაა შერეული.

დღის ფოტო: სატურნი და მისი ორი მთვარე

მკვლევართა თქმით, ახალი მიგნება აირის გიგანტების ფორმირების შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმარება. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ ამან დღესდღეობით აღიარებული მეცნიერული მოდელები მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენოს.

კომენტარები

ბოლო ამბები