Thumbnail

ნახეთ: Boston Dynamics-ის ჰუმანოიდი რობოტები პარკურის ილეთებს ასრულებენ

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ Boston Dynamics ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მის მიერ შექმნილი ჰუმანოიდი რობოტები პარკურის ილეთებს ასრულებენ. მოწყობილობების შთამბეჭდავი მოძრაობების ამსახველმა კადრებმა ინტერნეტსივრცეში მომხმარებელთა ყურადღება და დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნახეთ: Boston Dynamics-ის რობოტები ახალ წელს ცეკვით გვილოცავენ

1-წუთიან ვიდეორგოლში Atlas-ის სახელით ცნობილი 2 რობოტია აღბეჭდილი, რომლებიც ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა სახის დაბრკოლების გადალახვას ცდილობენ. ისინი აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ უოლტემში მდებარე Boston Dynamics-ის სათაო ოფისის მეორე სართულზე სპეციალურად მოწყობილ სივრცეში იმყოფებიან. დასაწყისში საკუთარ შესაძლებლობებს პირველი მოწყობილობა გვიჩვენებს, რომელიც საგანგებოდ განლაგებულ ფიცრებსა და ყუთებზე მოქნილად გადაადგილდება, შემდეგ კი იგივეს მეორე რობოტი იმეორებს. ბოლოს, ისინი ილეთებს სინქრონულად ასრულებენ და უკან ხტომასაც წარმატებით ართმევენ თავს.

 

აღსანიშნავია, რომ კომპანიაში მომუშავე ინჟინრები ამგვარი მანევრირებისთვის რობოტებს რამდენიმე თვე ამზადებდნენ. მათი მიზანი Atlas-ის მიერ წონასწორობის დაცვა და ერთმანეთის მიყოლებით განსხვავებული მოძრაობების სწრაფად და შეუცდომლად შესრულება იყო, რაც მან მეტწილად მოახერხა კიდეც. სპეციალისტთა განცხადებით, რამდენიმე ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც გამოუცდელი თვალისთვის ძნელად შესამჩნევია. თუმცა, ეს მათ მოდელების სამომავლო დახვეწაში დაეხმარება, რათა ისინი ქცევებით ადამიანებს მაქსიმალურად დაამსგავსონ.

ნახეთ: Boston Dynamics-ის რობოტი ძაღლი სამხედრო წვრთნების დროს გამოცადეს

Boston Dynamics-მა Atlas სამაშველო ოპერაციებისთვის შექმნა და მის ფიზიკურ შესაძლებლობებს დღითიდღე აუმჯობესებს. რობოტი ძალზე სწრაფია და წონასწორობის კარგი უნარით გამოირჩევა, სხვადასხვა სიმძიმის ნივთების გადაზიდვაც შეუძლია და რთულ რელიეფზეც ადვილად გადაადგილდება. ის სივრცეს იდეალურად აღიქვამს, რის გამოც არც დაბრკოლებების გადალახვა, ხტომა და კიბეზე ასვლა უჭირს.

კომენტარები

ბოლო ამბები