Thumbnail

ისტორიაში პირველად, გრენლანდიის მწვერვალზე თოვლის ნაცვლად, წვიმა მოვიდა

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების კრიოსფერულ მონაცემთა სახელმწიფო ცენტრში მომუშავე მეცნიერთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გრენლანდიის უმაღლეს წერტილზე თოვლის ნაცვლად, წვიმა მოვიდა. აღსანიშნავია, რომ კუნძულის მწვერვალზე მსგავსი ატმოსფერული ნალექი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა.

შვედეთში არსებული მყინვარი კლიმატის ცვლილების გამო 1 წელში 2 მეტრით დაპატარავდა

აშშ-ის ნაციონალური სამეცნიერო ფონდის კვლევით სადგურში მყოფ სპეციალისტთა განცხადებით, რომლებიც გრენლანდიის ყინულის საფარს 1989 წლიდან აკვირდებიან, წვიმა მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 5:00 საათზე დაიწყო. მათი თქმით, ზღვის დონიდან 3,216 მეტრ სიმაღლეზე მდებარე არეალში უჩვეულოდ დათბა, რის გამოც წყლის წვეთები ვერ გაიყინა და მწვერვალის ზედაპირზე თხევადი სახით ჩამოცვივდა. ექსპერტთა გამოთვლებით, ნალექის რაოდენობამ საერთო ჯამში 7 მილიარდ ტონას მიაღწია.

წვიმის შემდგომ გრენლანდიის ზედაპირზე ფორმირებული ყინულის თხელი ფენა. ფოტო: CNN

საყურადღებოა, რომ უკანასკნელ ათწლეულში ეს მსოფლიოს უდიდეს კუნძულზე ტემპერატურის გამყინავ ზღვარს მაღლა ასვლის მესამე შემთხვევაა. ამგვარმა სითბომ 14 აგვისტოს რამდენიმე საათს გასტანა, რასაც მომდევნო 2 დღის განმავლობაში გრენლანდიის ყინულის საფარის დნობა მოჰყვა. შედეგად, მხოლოდ 16 აგვისტოს მწვერვალის შემადგენელ 21.3 მილიონ კვადრატულ კილომეტრ ფართობზე არსებული მასა გალღვა. დაკარგული ყინულის რაოდენობამ წელიწადის ამ დროის დღიურ საშუალო მაჩვენებელს 7-ჯერ გადააჭარბა.

მსოფლიოში მყინვარების დნობის ტემპი საგანგაშოდ დაჩქარდა

მკვლევრები შიშობენ, რომ წვიმის შემდგომ გრენლანდიის მწვერვალის ზედაპირზე წარმოქმნილი ყინულის თხელი ფენა მის ქვემოთ არსებულ საფარზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. კერძოდ, ის მეტი სითბოს შთანთქვას შეუწყობს ხელს, რაც დნობის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები