Thumbnail

დღის ფოტო: ჩრდილოეთ ამერიკის გარშემო მოქმედი 4 ტროპიკული ციკლონი

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებული შტატების ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევების ეროვნულმა სამმართველომ (NOAA) ახალი სატელიტური სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის გარშემო ერთდროულად მოქმედი 4 ტროპიკული ციკლონია აღბეჭდილი. აღსანიშნავია, რომ ახლახან გავრცელებულ კადრში აშშ-ის დასავლეთ ნაწილში არსებულ ტყეში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად ფორმირებული კვამლის მუქი ღრუბლებიც მოხვდა.

შტორმების ამსახველი სურათი დედამიწის ორბიტაზე NOAA-ს მიერ გაშვებულმა ხელოვნურმა თანამგზავრმა GOES-16 მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, მსოფლიო კოორდინირებული დროით 17:20 საათზე გადაიღო. მის ქვედა მარჯვენა კუთხეში ტროპიკული ციკლონი, სახელად გრეისი მოჩანს, რომელმაც ჰაიტიზე ძლიერი წვიმა და წყალდიდობა გამოიწვია. მის ზემოთ, ბერმუდის კუნძულების მახლობლად, ქარიშხალი ჰენრი მძვინვარებს, რომლის მეზობლადაც, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე, შტორმ ფრედის დანახვაა შესაძლებელი. ამ უკანასკნელის გამო, ფლორიდის შტატის დასავლეთით 16 აგვისტოს მეწყერი ჩამოწვა. რაც შეეხება წრიულ ციკლონ ლინდას, ის ფოტოს მარცხენა მხარესაა ნაჩვენები.

ჩრდილოეთ ამერიკის მიმდებარედ წარმოქმნილი ტროპიკული ციკლონები

ფოტო: NOAA

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები