Thumbnail

დღის ფოტო: სპირალური გალაქტიკა NGC 1385 ჰაბლის ტელესკოპის ობიექტივში

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ევროპელ კოლეგებთან ერთად დედამიწის ორბიტაზე გაშვებული ჰაბლის ტელესკოპის მიერ გადაღებული ახალი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც სპირალური გალაქტიკა, სახელწოდებით NGC 1385 არის აღბეჭდილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ობიექტი კოსმოსურ აპარატზე დამონტაჟებულმა კამერამ WFC3 მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დააფიქსირა.

NGC 1385 ღუმელის თანავარსკვლავედში მდებარეობს და ჩვენგან დაახლოებით 68 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული. მისი დანახვა დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროდანაა შესაძლებელი. სპეციალისტების გამოთვლებით, ობიექტი 70 ათასი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული. მათივე თქმით, აღნიშნული გალაქტიკის საკმაოდ ვრცელ რეგიონებში იონიზებული წყალბადის ატომებია თავმოყრილი, რაც იქ ახალი ვარსკვლავების წარმოქმნას უწყობს ხელს. როგორც ცნობილია, NGC 1385 დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ასტრონომმა, უილიამ ჰერშელმა 1784 წლის 17 ნოემბერს აღმოაჩინა.

სპირალური გალაქტიკა NGC 1385

ფოტო: NASA/ESA

 

კომენტარები

ბოლო ამბები