Thumbnail

ჩვენს მზის სისტემაში, შესაძლოა, მრავალი ვარსკვლავთაშორისი ობიექტი არსებობდეს

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრში მომუშავე მეცნიერთა კვლევის თანახმად, ჩვენს მზის სისტემაში, შესაძლოა, იმაზე მეტი ვარსკვლავთაშორისი ობიექტი არსებობდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society ახლახან გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

NASA-მ ასტეროიდ ბენუს დედამიწასთან შეჯახების ალბათობა და თარიღი გამოთვალა

სპეციალისტებს დღემდე ჩვენ მახლობლად მოძრავი მხოლოდ ერთი ვარსკვლავთაშორისი კომეტა აქვთ დაფიქსირებული. ეს არის 2I/Borisov, რომელიც კოსმოსის სხვა ნაწილში წარმოიშვა და მზის სისტემას 2019 წელს ეწვია. ისინი ამ დრომდე ვარაუდობდნენ, რომ პლანეტების ფორმირების პროცესიდან შემორჩენილი მსგავსი ობიექტები აქ საკმაოდ მცირე რაოდენობით უნდა ყოფილიყო, თუმცა ნაშრომის ავტორთა გამოთვლებით, მათი რიცხვი ბევრად მეტია. ამასთან, არაა გამორიცხული, რომ ისინი აქვე წარმოქმნილ ასტრონომიულ სხეულებზე მრავლადაც კი გვხვდებოდნენ.

ვარსკვლავთაშორისი კომეტა 2I/Borisov. ფოტო: NASA

მკვლევართა განცხადებით, ამგვარი კომეტები მზის გარშემო 0.03-დან 3.2 სინათლის წლის დისტანციაზე არსებულ ე.წ. ოორტის ღრუბელში არიან თავმოყრილი. მათი თქმით, ეს რეგიონი, რომელიც ჩვენს მნათობს აკრავს გარს, იმდენად ჩაბნელებულია, რომ თანამედროვე ტელესკოპებით მასში შემავალი ობიექტების შესწავლა ძალიან რთულია. ისინი აღნიშნავენ, რომ ღრუბლის მიმდებარედ შენიშნული "ასტეროიდები", რომელთა ორბიტისთვისაც ასტრონომებს ყურადღება არ მიუქცევიათ, შესაძლოა, სინამდვილეში სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ.

ასტეროიდთა სარტყელში ორგანული ნივთიერებების შემცველი 2 ობიექტი აღმოაჩინეს

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მსგავს კომეტებზე დაკვირვებას ჩილეში მშენებარე ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის მეშვეობით შეძლებენ, რომელიც 2022 წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მათი აზრით, ეს ჩვენი და სხვა პლანეტური სისტემების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაში დაგვეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები