Thumbnail

ნახეთ: 2021 წლის "ლურჯი მთვარის" ფოტოსურათები

ნინო გიორგობიანი პროფილის ფოტო
ნინო გიორგობიანი

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს ცაზე "ლურჯი მთვარის" დანახვა იყო შესაძლებელი. მსგავსი სახელის მიუხედავად, მას უჩვეულო შეფერილობა არ გამოარჩევს, არამედ ასე ერთ სეზონში მოქცეული ოთხი სავსე მთვარიდან რიგით მესამეს ეწოდება. ამ ფაზის დროს მზე, დედამიწა და მისი ბუნებრივი თანამგზავრი ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი. შედეგად, ეს ციური სხეული მზის შუქით მთლიანად არის განათებული და ჩვენი პლანეტიდან კაშკაშა დისკის სახით მოჩანს.

ნახეთ: 2021 წლის რიგით მეორე სავსე მთვარის ფოტოსურათები

2021 წლის სეზონური "ლურჯი მთვარე" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა პროფესიონალმა და მოყვარულმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედამიწის თანამგზავრი სავსე ფაზაში თბილისის დროით 16:02 საათზე შევიდა. აღსანიშნავია, რომ მას გვერდს იუპიტერი უმშვენებდა. ეს ორი ციური სხეული ერთმანეთის მახლობლად თხის რქის თანავარსკვლავედის ფონზე იყო განლაგებული. როგორც ცნობილია, მომდევნო ჯერზე "ლურჯ მთვარეს" 2023 წლის 30 აგვისტოს ვიხილავთ.

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

2021 წლის "ლურჯი მთვარე"

ფოტო: Getty Images

კომენტარები

ბოლო ამბები