Thumbnail

დღეში 8 საათის განმავლობაში ჯდომამ, შესაძლოა, ინსულტის რისკი გაზარდოს

იზა გვარამაძე პროფილის ფოტო
იზა გვარამაძე

კანადის ალბერტას პროვინციაში მდებარე კალგარის უნივერსიტეტში მომუშავე სპეციალისტების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დღეში 8 საათის ან მეტი ხნის განმავლობაში ჯდომამ, შესაძლოა, ინსულტის განვითარების რისკი გაზარდოს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მეცნიერთა მიერ ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) გამოცემაში გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.

► ყავის სმამ შესაძლოა, ღვიძლის ქრონიკული დაავადების რისკი შეამციროს

სპეციალისტები კვლევის ფარგლებში 143,180 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას რამდენიმე წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. როგორც ცნობილია, ცდისპირთა ასაკი 40-დან 60 წლამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ კვლევის დაწყებამდე საშუალოდ გასული 9,4 წლის განმავლობაში ინსულტის ნიშნები არც ერთ მათგანს გამოვლენია. კანადელი მეცნიერების განცხადებით, დაკვირვების პერიოდში დაავადება 2,965 ადამიანს განუვითარდა. აღმოჩნდა, რომ მათი უმეტესობა თითქმის ყოველდღე 8 საათის ან მეტი ხნის განმავლობა იჯდა და ფიზიკური აქტივობით არ გამოირჩეოდა.

კვლევის ავტორები ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად საზოგადოებას ხანგრძლივად ჯდომისგან თავის შეკავებისა და მეტი მოძრაობისკენ  მოუწოდებენ.

მკვლევართა ინფორმაციით, დაავადებულ ცდისპირთა 90 პროცენტს იშემიური ინსულტი დაუდგინდა, რასაც იმ არტერიის ჩაკეტვა იწვევს, რომელიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. სპეციალისტების განმარტებით, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში ტვინის ზოგიერთ უბანში არსებული უჯრედები, შესაძლოა, უჟანგბადოს გამო განადგურდეს. მეცნიერები ინსულტის ძირითად სიმპტომებად სხეულის ერთ მხარეს შეგრძნების დაკარგვას, სმენისა და მხედველობის ნაწილობრივ დაქვეითებას, მეტყველების გაძნელებას, ასევე, ძლიერ თავის ტკივილს ასახელებენ, რომელიც სხვა დაავადებასთან არ არის დაკავშირებული.

► სოკოს ყოველდღიურად მიღება სიმსივნით დაავადების რისკს 45%-ით ამცირებს

კვლევის ავტორები ინსულტის განვითარების რისკის შესამცირებლად საზოგადოებას ხანგრძლივად ჯდომისგან თავის შეკავებისა და მეტი მოძრაობისკენ მოუწოდებენ. ამერიკის გულის ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, მოზრდილი ადამიანი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური აქტივობით კვირაში სულ მცირე 150 წუთის განმავლობაში უნდა დაკავდეს. სპეციალისტების განცხადებით, ინსულტის თავიდან არიდებაში ამასთან ერთად სწორი კვება, მოწევაზე უარის თქმა და ისეთი დაავადებების მკურნალობა დაგვეხმარება, როგორიც მაღალი არტერიული წნევა და დიაბეტია.  

კომენტარები

ბოლო ამბები